17 ივნისი 2025,   05:40
ვრცლად
ჩინეთში მინგის დინასტიის დროინდელი ისტორიული კოშკის სახურავი ჩამოინგრა

ჩინეთში, ანჰუის პროვინციაში, მინგის დინასტიის დროინდელი ისტორიული კოშკის სახურავი ჩამოინგრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, მრავალსაუკუნოვანი შენობის სახურავიდან ასობით ფილა ჩამოვარდა და ტურისტების ახლოს დაეცა.

ადგილობრივი მედია ფენიანგის ოლქის კულტურისა და ტურიზმის ბიუროს განცხადებას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ ინციდენტის შედეგად, რომელიც ორშაბათს, დაახლოებით საღამოს 6:30 საათზე მოხდა, არავინ დაშავებულა.

"დოლის კოშკი", რომელიც, როგორც ცნობილია, ჩინეთში ყველაზე დიდია, 1375 წელს, მინგის დინასტიის დროს აშენდა, თუმცა 1995 წელს მასშტაბური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

დღის ამბები