11 ივლისი 2025,   03:32
ვრცლად
ბელგიის მთავრობამ ევროპარლამენტს რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართა - სავარაუდო კორუფციაში ევროპის სახალხო პარტიის წევრები არინ ეჭვმიტანილი

ბელგიის მთავრობამ ევროპარლამენტს რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, საქმე ეხება ტექნოლოგიურ კომპანია "ჰუავეის" გამოძიებას, რომელიც სავარაუდო კორუფციასა და გავლენით ვაჭრობას შეეხება.

საუბარია ხუთ პარლამენტარზე, რომელთაგან სამი ევროპის სახალხო პარტიის წევრია, ერთი სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფს წარმოადგენს, ერთი კი "ევროპული განახლების" ჯგუფს.

გამოძიება ორი თვის წინ, ევროპარლამენტის ოფისებში ჩატარებული ჩხრეკების შემდეგ დაიწყო. პროკურატურამ ბრალი წაუყენა რვა პირს, რომლებსაც ფულის გათეთრებაში, ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები