16 ივნისი 2025,   15:06
ვრცლად
"მაქვს თხოვნა საქართველოსადმი, გააზიარეთ თქვენი გამოცდილება, რა სარგებელი მოაქვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას ქვეყნისთვის, გაუზიარეთ მათ, ვინც ჯერ კიდევ გაწევრიანების პროცესშია" - WTO-ს წარმომადგენელი მაი კოშიკავა

ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, საქართველოს გაწევრიანების 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების დღიდან საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებზე.

"ის, რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო 25 წლის განმავლობაში, მართლაც მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის, შემდეგ კი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის, ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის, რათა გახდეს ერთგვარი ეკონომიკური ჰაბი. თქვენ ხართ სატრანსპორტო ჰაბი, რომელიც რეალურად, ვაჭრობაზეა დამყარებული და მიზნად ისახავს საქართველო მსოფლიოში ცნობადი ქვეყანა იყოს. ნამდვილად რთულია ისეთივე სამაგალითო სხვა ქვეყანა გაიხსენო, როგორიცაა საქართველო. ასე რომ, მე მაქვს თხოვნა საქართველოსადმი: გთხოვთ, გააზიარეთ თქვენი გამოცდილება, თუ რა სარგებელი მოაქვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას ქვეყნისთვის, ხალხისთვის, და განსაკუთრებით კი გაუზიარეთ მათ, ვინც ჯერ კიდევ გაწევრიანების პროცესშია", - აცხადებს WTO-ს წარმომადგენელი მაი კოშიკავა.

დღის ამბები