22 ივნისი 2025,   12:52
ვრცლად
რას გეგმავს ოპოზიცია 26 მაისს - მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპონენტების მიზანი ისევ დესტაბილიზაცია და არეულობაა

"კოალიცია ცვლილებისთვის", ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ღიად თქვა, რომ 26 მაისს ოპოზიციის შეკრება რადიკალიზაციისთვის უნდა გამოიყენონ. ფოფხაძის ამ განცხადებას დღეს მისივე თანაგუნდელებიც გაემიჯნენ.

დღეს პოზიცია შეცვალა ექსპრეზიდენტის პარტიამ, რომლის ყოფილი თავმჯდომარეც ჯერ კიდევ გუშინ ამბობდა, რომ პროტესტის ძალადობრივ ფორმას ემხრობოდა. გახარიას გუნდი "ნაციონალურ მოძრაობას" რადიკალიზმის მცდელობაში ადანაშაულებს, "ლელო" კი 26 მაისს მშვიდობიან პროტესტზე საუბრობს. 

რეალურად რას გეგმავს ოპოზიცია 26 მაისს - მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ოპონენტების მიზანი ისევ დესტაბილიზაცია და არეულობაა.

26 მაისის გეგმებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციები უკვე რამდენიმე კვირაა ყოველ დღე მიმდინარეობს. შექმნეს სპეციალური საორგანიზაციო კომიტეტიც, სადაც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან.

 

 

დღის ამბები