22 ივნისი 2025,   11:53
ვრცლად
"ცახალის" სამხედროებმა, დიპლომატებს გამაფრთხილებელი ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც საერთაშორისო ჯგუფი ჯენინის დევნილთა ბანაკში მოხვედრას ცდილობდა

"ცახალის" სამხედროებმა, დიპლომატებს გამაფრთხილებელი ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც საერთაშორისო ჯგუფი ჯენინის დევნილთა ბანაკში მოხვედრას ცდილობდა.

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 35 დიპლომატი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და ჩინეთის წარმომადგენლები პალესტინის ადმინისტრაციამ დაპატიჟა. ისინი კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას ეცნობოდნენ. გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნის გარემოებებზე განცხადება, ისრაელის არმიამ უკვე გამოაქვეყნა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებში ისრაელის ელჩები დაიბარეს. შეშფოთება გამოთქვეს, გაეროში და ევროკავშირში.

ანტისემიტიზმის მოტივით თავდასხმა განხორციელდა ვაშინგტონში. სროლას ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი ემსხვერპლა. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილია 30-ი წლის მამაკაცი ჩიკაგოდან. დაკავების დროს ის პალესტინის მხარდამჭერ გზავნილებს ყვიროდა.

ახლო აღმოსავლეთში ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელის არმია პალესტინურ ტერიტორიებს სრულად არ დაიკავებს. ისრაელის პრემიერი ამბობს, რომ ამ მიზნის მიღწევის შემდეგ პალესტინელებმა ღაზას ტერიტორია უნდა დატოვონ და ანკლავი ამერიკის მფლობელობაში უნდა გადავიდეს.

კონფლიქტის ზონაში ""ცახალი"" დარტყმებს ყოველდღიურად ახორციელებს. დღეს ისრაელის იერიშებს კიდევ 93 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია. არიან დაჭრილები. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამ დრომდე გამოწვევად რჩება ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები