22 ივნისი 2025,   12:49
ვრცლად
GWP 23 მაისს მთაწმინდის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს - წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება

23 მაისს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მთაწმინდის რაიონში, ლერმონტოვის და მაჩაბლის ქ. კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 23 მაისს, 22:00 საათიდან 24 მაისის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:  

მთაწმინდის რაიონში:

ლერმონტოვის, გერონტი ქიქოძის, მაჩაბლის, გალაკტიონ ტაბიძის N13-23 (კენტებს), N18-24 (ლუწებს) და ლადო ასათიანის N 19-35 (კენტებს), N 28-56 (ლუწებს) ქუჩებს. 

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

დღის ამბები