24 ივნისი 2025,   10:49
ვრცლად
"იმედში" სპეცრაზმის შეჭრისა და 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები - საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დღეს სოფიო ნიკოლაიშვილს, ნოდარ არველაძეს, ვიქტორ ჯაფარიძესა და ლევან გაჩეჩილაძეს მოუსმენენ

ტელეკომპანია "იმედში" სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები - საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სოფიო ნიკოლაიშვილს, ნოდარ არველაძეს, ვიქტორ ჯაფარიძესა და ლევან გაჩეჩილაძეს მოუსმენენ.

"ქართული ოცნების" განცხადებით, დღევანდელი სხდომა მსოფლიო საზოგადოებას დაანახებს, თუ რა პირობებში უწევდათ მედიასა და მოსახლეობას ცხოვრება.

"ისეთი ქვეყანა ძალიან ცოტაა ცივილიზებულ სამყაროში, სადაც სპეცრაზმი შეიძლება შეიჭრას მედიასივრცეში, პირდაპირი ეთერი ჩაშალოს, დააპატიმროს ჟურნალისტები, დაანგრიოს აპარატურა და ა.შ. ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება სხდომა და შესაბამისად, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ იქნება საინტერესო საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ იხილონ, მათ შორის მსოფლიო საზოგადოებამ, თუ რასთან ჰქონდა ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს საქმე 2003-12 წლებში,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ოპოზიციაში ყურადღებას კვლავ კომისიის არალეგიტიმურობაზე ამახვილებენ.

"ე.წ. პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" შექმნა საგამოძიებო კომისია იმ მიზნით, რომ საბოლოოდ გამოეძიებინა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს მომხდარი ფაქტები. მაგრამ, რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ უმნიშვნელოვანესი ფაქტები და ასევე, ფაქტები, რომლებშიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ფიგურირებს და ძალიან ცუდი ფაქტები, მათი გამოძიება რეალურად არ ხდება, რადგან არ არიან დაკითხული უმნიშვნელოვანესი მოწმეები," - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი.

დღის ამბები