
"ისეთი ქვეყანა ძალიან ცოტაა ცივილიზებულ სამყაროში, სადაც სპეცრაზმი შეიძლება შეიჭრას მედიასივრცეში, პირდაპირი ეთერი ჩაშალოს, დააპატიმროს ჟურნალისტები," - ეს განცხადება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ტელეკომპანია "იმედში" სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა. საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სოფიო ნიკოლაიშვილს, ნოდარ არველაძეს, ვიქტორ ჯაფარიძესა და ლევან გაჩეჩილაძეს მოუსმენენ.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, სწორედ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები დაკავშირებით იქნება განხილვა სხდომა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
"ისეთი ქვეყანა ძალიან ცოტაა ცივილიზებულ სამყაროში, სადაც სპეცრაზმი შეიძლება შეიჭრას მედიასივრცეში, პირდაპირი ეთერი ჩაშალოს, დააპატიმროს ჟურნალისტები, დაანგრიოს აპარატურა და ა.შ. ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება სხდომა და შესაბამისად, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ იქნება საინტერესო საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ იხილონ, მათ შორის მსოფლიო საზოგადოებამ, თუ რასთან ჰქონდა ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს საქმე 2003-12 წლებში,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.