
"ყოველდღე ვრწმუნდებით, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობა იყო საკვანძოდ მნიშვნელოვანი, რათა კიდევ ერთხელ, თავიდან ბოლომდე გაგვეაზრებინა, რა რეჟიმს დავაღწიეთ თავი და რა საფრთხის წინაშე ვართ ახლაც" - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანმა გააკეთა.
ის ეხმაურება საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას, სადაც ტელეკომპანია "იმედში" სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები უნდა განიხილონ.
"ყოველდღე ვრწმუნდებით, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობა იყო საკვანძოდ მნიშვნელოვანი, რათა კიდევ ერთხელ, თავიდან ბოლომდე გაგვეაზრებინა, რა რეჟიმს დავაღწიეთ თავი და რა საფრთხის წინაშეც ვართ ახლაც. მაშინ, როდესაც თავად იმედის დარბევაზე ჩვენ სხვადასხვა მომენტში სხვადასხვა მომხსენებელთან უკვე მოვისმინეთ ის მძიმე ფაქტი, რაც მედიის ტერორს და მედიაში შევარდნას გულისხმობდა, ჩვენ საგამოძიებო კომისიის ამ სხდომაზე უკვე დეტალურად მოვისმენთ როგორ განვითარდა პროცესები," - აცხადებს ნინო წილოსანი.