24 ივნისი 2025,   10:11
ვრცლად
"გირაოს გადახდის თუ არგადახდის ნაბიჯი ინდივიდუალურად იყო გადასადგმელი და ჩვენ ორივე შემთხვევაში პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას" - გიორგი სიორიძე

ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა - "ლელოს" ლიდერების შემდეგ, 50 000-ლარიან გირაოს იხდის გიორგი ვაშაძეც. პარალელურად, გირაოს გადახდას არ აპირებენ არც ნიკა გვარამია და არც ნიკა მელია. მელია არც სასამართლო სხდომაზე დასწრებას გეგმავს.

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, უკვე დაკავებულია ორი პოლიტიკოსი - ზურაბ ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე ამბობს, რომ გირაოს გადახდის გადაწყვეტილება ინდივიდუალურად არის მისაღები.

"ყველა პოლიტიკოსის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ არ გამოცხადებულიყო ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე, არის ძალიან გაბედული ნაბიჯი და მისასალმებელი. ხოლო, ამის მომდევნო ნაბიჯი, გირაოს გადახდის თუ არგადახდისა, ასევე ინდივიდუალურად იყო გადასადგმელი და ჩვენ ორივე შემთხვევაში პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას. მე არ მგონია, რომ თვითმიზანი უნდა იყოს მაინც და მაინც ყველა პოლიტიკოსისთვის ის, რომ მოხვდეს ციხეში," - აცხადებს გიორგი სიორიძე.

დღის ამბები