24 ივნისი 2025,   11:10
ვრცლად
"ეს არის მათი მიდგომა - ქვეყანაში სისტემურად ყველაფერს დაუპირისპირდნენ" - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის ნაწილზე

გირაოს გადახდა-არგადახდის საკითხთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში. უმრავლესობის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს არ იხდიან, ქვეყანაში ესკალაციის სურვილი აქვთ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მათი მიდგომაა, ქვეყანაში სისტემურად ყველაფერს დაუპირისპირდნენ.

"როდესაც ისინი სასამართლოს კანონიერ მოთხოვნებს არ ემორჩილებიან, არ ექვემდებარებიან, აქვთ იმედი, რომ ეს გამოიწვევს უცხოეთიდან საქართველოზე ზეწოლას და ქვეყნის შიგნით დაძაბული ტემპერატურის აწევას. ეს არის მათი მიდგომა, ქვეყანაში სისტემურად ყველაფერს დაუპირისპირდნენ," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები