17 ივნისი 2025,   18:07
ვრცლად
პრეზიდენტმა სი ძინპინმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ტელეფონით ისაუბრეს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს მდივანი მაო ნინი, სოციალურ ქსელში წერს, რომ პრეზიდენტმა სი ძინპინმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ტელეფონით ისაუბრეს.

როგორც მაო ნინი წერს, პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა გერმანიასთან ითანამშრომლოს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ახალი თავის დასაწერად.

"პრეზიდენტმა სი ძინპინმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ტელეფონით ისაუბრეს. პრეზიდენტმა სი ძინპინმა კიდევ ერთხელ მიულოცა მერცს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება.

პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა გერმანიასთან ითანამშრომლოს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ახალი თავის დასაწერად.

ჩინეთსა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 50 წლისთავზე, ორივე მხარემ უნდა გაავრცელოს დადებითი სიგნალი მრავალმხრივობისა და თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერის, ასევე ღია და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ”,-წერს Facebook-ზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს მდივანი მაო ნინი.

დღის ამბები