19 ივნისი 2025,   16:46
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში - დანგრეულია 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი

ინდონეზიაში, სუმატრას სანაპიროსთან 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ნგრევა გამოიწვია.

მედიის ინფორმაციით, ბიძების შედეგად დანგრეულია 100-ზე მეტი სახლი, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით ღამის 2:52 საათზე დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი ბენგკულუს პროვინციის სანაპიროზე, 68 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ინდონეზიის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, მიწისძვრამ ქალაქ ბენგკულუში 100-ზე მეტი სახლი და სულ მცირე ექვსი საზოგადოებრივი შენობა დააზიანა.

"ქალაქ ბენგკულუში 140 სახლი დაზიანდა, რომელთაგან 8 რემონტს არ ექვემდებარება“, - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

დღის ამბები