
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ინფრასტრუქტურულ პროექტს სამშენებლო კომპანია "ანაგი“ ახორციელებს. 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის დასრულების შემდეგ, კოპიტნარის აეროპორტი გახდება F კოდური აღნიშვნის მქონე პირველი აეროდრომი საქართველოში.
ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, გამტარუნარიანობის მნიშვნელოვნად ზრდაზე საუბროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც აღნიშნავს, რომ ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მეტი რეისი და გაზარდოს მგზავრთა ნაკადი, რომელიც შემდგომში, ქვეყნის ეკონომიკის გაზრდას შეუწყობს ხელს.
კოპიტნარის აეროპორტში გარე სივრცის გარდა, 6 თვის ვადაში მოეწყობა VISA-ს ბიზნეს ლაუნჯი, რომელიც ორივე სართულზე განთავსდება და 70 მგზავრზე იქნება გათვლილი. ლაუნჯი პრემიუმ სერვისებით აღიჭურვება. შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა.
ქუთაისის აეროპორტის მნიშვნელოვან განვითარებაზე საუბროს ადგილობრივი ხელისუფლება. მათთვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის ზრდას.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 2 მილიონამდე მგზავრს მასპინძლობს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები კი აეროპორტში აქტიურად მიმდინარეობს.
ავტორი: სიმონ შანავა