19 ივნისი 2025,   16:44
ვრცლად
დღეს, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფებოდა

დღეს სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფებოდა. ექსპრეზიდენტმა "კურიერის" შეკითხვას ამ თემაზე არ უპასუხა, თუმცა მისი სტუმრობა ამერიკის დიპლომატიურ მისიაში დაადასტურა ოპოზიციამ, რომელსაც საელჩოდან დაბრუნებული ზურაბიშვილი საკუთარ ოფისში შეხვდა.

დღის განმავლობაში "რუსთავი 2-მა" კითხვით შეერთებული შტატების დიპლომატიურ მისიასაც მიმართა, თუმცა არც საელჩოს არ უპასუხია ამ დრომდე, ისევე, როგორც არ გაუვრცელებია განცხადება, თუ რა სახის კონსულტაციები გაიმართა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან.

 

 

დღის ამბები