19 ივნისი 2025,   17:05
ვრცლად
მზადება 26 მაისისთვის - ჯარისკაცები 107 წლის წინ მოპოვებულ დამოუკიდებლობას, თავისუფლების მოედანზე აღნიშნავენ

თავდაცვის ძალებმა დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება ამაღლებული განწყობით დაიწყო. ჯარისკაცები 107 წლის წინ მოპოვებულ დამოუკიდებლობას - თავისუფლების მოედანზე აღნიშნავენ. სამხედრო აღლუმიც სწორედ 26 მაისთან დაკავშირებით გაიმართება.

მას შემდეგ, რაც თავდაცვის ძალები მსვლელობით თავისუფლების მოედანზე კუთვნილ ადგილს დაიკავებენ, მათ სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს.

შემდეგ იქნება ეროვნულ ჰიმნი და ღონისძიების მთავარი ნაწილიც დაიწყება.

წვევამდელები, ისინი, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ფიცს დადებენ, ამბობენ, რომ საქართველოს სამსახურში ყოფნა, მათი მთავარი მიზანია.

26 მაისისთვის განსაკუთრებით ემზადებიან ისინიც, ვინც უკვე დიდი ხანია თავდაცვის ძალებში მსახურობენ.

წინასაზეიმო სამზადისს დღეს ადგილზე გაეცნო თავდაცვის მინისტრი. სამზადისში აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელიც სპეციალურ ღონისძიებას ფოთში უმასპინძლებს. დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში აღნიშნავს განათლების სამინისტრო.

26 მაისს, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე მისულ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება ელოდებათ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობის და ჯავშანტექნიკის გამოფენა იქნება. სადაც უკვე დიდი გამოცდილების მქონე სამშობლოს მცველები ყველა დაინტერესებულ პირს მათ დანიშნულებას განუმარტავენ.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად საზეიმო ღონისძიება დედაქალაქთან ერთად, ქვეყნის კიდევ 21 ქალაქში გაიმართება.

დღის ამბები