
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. აღლუმისა და წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, მოვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლების სიტყვას.
26 მაისს, თავისუფლების მოედანზე მისულ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება ელოდებათ. ტრადიციულად, დედაქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყობა სამხედრო აღჭურვილობის და ჯავშანტექნიკის გამოფენაც.