
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებას აზერბაიჯანის ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ნარგიზ გურბანოვაც ესწრებოდა.
ელჩმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალწლიან მეგობრობასა გაუსვა ხაზი.
"როგორც აზერბაიჯანის ელჩი, ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და მსურს მივულოცო მოძმე ქართველ ხალხს და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს ეს ღირსშესანიშნავი დღე. საქართველო და აზერბაიჯანი მოძმე ერები და მუდმივი პარტნიორები არიან. ჩვენმა პარტნიორობამ რეგიონი არნახულად შეცვალა. ამ მნიშვნელოვან დღეს, მინდა გისურვოთ კეთილდღეობა და სიმტკიცე. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს," - განაცხადა ელჩმა.