
მტკვარში, 10 დღის წინ გადავარდნილი მანქანის ბოლო მგზავრის გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავის 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
14 მაისს, გვიან ღამით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა 4 მგზავრი, მდინარე მტკვარში გადავარდა. რომელთაგანაც ერთ-ერთი იმავე დღეს, წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს, რამდენიმე დღეში მესამე ცხედარიც იპოვეს, ხოლო დაკარგულ მეოთხე მგზავრს კი ამ დრომდე ეძებდნენ.