
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
პრეზიდენტისადმი მისალოც წერილში ერდოღანი ყურადღებას ამახვილებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
"ბატონო პრეზიდენტო,
ჩემი და თურქი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
ჩვენს ხალხებს შორის ყოველდღიურად ვითარდება მეგობრობასა და საერთო ინტერესებზე დამყარებული ახლო მეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც მაძლევს იმის რწმენას, რომ მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ეს კავშირები, რომელიც ემსახურება ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების უზრუნველყოფას.
მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ მეგობარ ხალხს - მშვიდობა და კეთილდღეობა," - ნათქვამია მისალოც წერილში