
უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი საქართველოსპრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისალოც წერილში ტომაშ შუიოკი ყურადღებას ამახვილებს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნგრეთის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დასუვერენიტეტის მიმართ.
ტომაშ შუიოკი:
"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო!
ნება მიბოძეთ, გამოვხატო პატივისცემა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის დღესთა ნდაკავშირებით.
უნგრეთი კვლავაც მზადაა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული თანამშრომლობისთვის, ურთიერთხელსაყრელი განვითარებისა და ახალიმიმართულებების გაფართოებისთვის.
გარწმუნებთ, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში.
ნება მომეცით, კვლავ დაგიდასტუროთ ჩემი გულწრფელი პატივისცემა," - ნათქვამია მისალოც წერილში.