22 ივნისი 2025,   12:55
ვრცლად
ნიუ-იორკი, ვარშავა, ბერნი, ბაქო - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ქვეყნის საელჩოების ორგანიზებით, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში უკვე აღინიშნა

საქართველოდან შორს, დედამიწის სხვადასხვა წერტილში, ქართველებისა და უცხოელი მეგობრების წინაშე, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი არაერთხელ გაჟღერდა. ნიუ-იორკის შუაგულში - გაეროს შტაბ-ბინაში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული მიღება გაიმართა. ღონისძიება აერთიანებდა ქართული ტრადიციას და თანამედროვეობას.

საქართველოს დამოუკიდებლობა იზეიმეს ვარშავაშიც, სადაც საელჩომ, მეგობარი ქვეყნების ელჩებთან ერთად, ეროვნული დღესასწაული აღნიშნა. ღონისძიებაზე დიპლომატებმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ქართული ღვინით და ტრადიციული კერძებით უმასპინძლა სტუმრებს შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში, საქართველოს საელჩომ. ღონისძიების ფარგლებში ანსამბლ "რუსთავის" კონცერტიც გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ სევილიის ისტორიული ციხესიმაგრის, კედლები ქართული დროშის ფერებში განათდა.

საზეიმო მიღება გაიმართა საქართველოს მეზობელ ქვეყანაშიც. ბაქოში, ღონისძიებას მაღალი დონის ოფიციალური პირები და დიპლომატები ესწრებოდნენ. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, გამოიფინა ქართული ეროვნული სამოსი, ჰეიდარ ალიევის ცენტრში კი ჩატარდა კონცერტი. 26 მაისს კი იგეგმება ალიევის ცენტრის და ბაქოს ოლიმპიური სტადიონის საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

26 მაისი - ქვეყნის ეროვნული დღესასწაული საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში უკვე აღინიშნა.

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები