22 ივნისი 2025,   12:06
ვრცლად
გაურკვევლობა თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე - კობერიძე ოპოზიციის მიმართ უნდობლობაზე საუბრობს, "ნაცმოძრაობა" ბოიკოტს აგრძელებს, გახარიას გუნდი კი მონაწილეობისთვის ემზადება

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ყოფილი ლიდერი ოპოზიციური პარტიების საარჩევნო რესურსზე საუბრობს. ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, თუმცა დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხელისუფლების ოპონენტები იმაზე მეტ ხმებს ვერ მიიღებენ, რაც გასული წლის ოქტომბერში მიიღეს. კობერიძის განმარტებით, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მიმართ უნდობლობა უნდა გადაილახოს, მის კოლეგებს კი ამ მიმართულებით მუშაობა ჭირდება.

ოპოზიციის ნაწილისთვის ცოტნე კობერიძის განცხადება მიუღებელია. "ნაციონალურ მოძრაობაში" თქვეს ისიც, რომ პოზიციებს არ ცვლიან და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. საარჩევნო ბრძოლისთვის ემზადება გახარიას გუნდი.

საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია კიდევ ერთი, მძიმე პოლიტიკური მარცხისთვის, 64-ვე მუნიციპალიტეტში განწირულია.

"ქართული ოცნება" გამარჯვებისთვის ემზადება, ამ ფონზე კი ოპოზიციაში, პოზიციებს ისევ ვერ აახლოებენ. მათი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას აანონსებს, ნაწილი უარს ამბობს, დანარჩენებს კი კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები არ აქვთ. ჯერ ისევ უცნობია, რომელი პოლიტიკური სუბიექტი დახვდება ამომრჩეველს 4 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენზე.

დღის ამბები