22 ივნისი 2025,   13:00
ვრცლად
ვაშლოვანის დაცული ტერიტორია - სიმწვანეში ჩაფლული, ულამაზესი ხედებით და უნიკალური სახეობებით გამორჩეული ადგილი

ევროპის მასშტაბით ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ადგილს, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას, თბილისიდან 210 კილომეტრი აშორებს.

სიმწვანეში ჩაფლული, ულამაზესი ხედებით და უნიკალური სახეობებით გამორჩეული ადგილი - ვაშლოვანის ნაკრძალს, ეროვნული პარკს, და ბუნების სამ ძეგლს აერთიანებს. 

დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობა უხუცესის ბილიკით იწყება, გზა - პანტიშარას ნაკრძალში ,"მერცხლების ქალაქში გრძელდება". პანტიშარას კლდის ფერდობზე მერცხლის ათასობით ბუდეა.

დათვის ხევში განთავსებული ნიჟარები ადასტურებს, რომ ამიერკავკასია ერთ დროს ზღვის ფსკერი იყო.

ქურციკები სამუხის ველზე - ის, რასაც მთელი მოგზაურობის განმავლობაში ველოდით. გზა გრძელია, რომელსაც წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთან შეხვედრის მოლოდინი ამცირებს. გაზაფხულზე აქ უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გამკაცრებულია.

მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა- ფოცხვერი, მურა დათვი, ლეშიჭამია თუ სხვა მტაცებელი ფრინველები, მობუდარი და გადამფრენი სახეობები, ყველა ერთად თავს აქ, ვაშლოვანის ეროვნულ პარკსა და დაცულ ტერიტორიაზე იყრის. მათ უსაფრთხოებაზე რეინჯერები ზრუნავენ.

ნაქალაქარი - ადგილი, რომელიც წარსულს და აწმყოს აკავშირებს. ნანგრევების ტერიტორიაზე შეხვდებით ქვევრებს და რკინის გადადნობის შედეგად დარჩენილ წიდას. რაც იმის დასტურია რომ აქ, რკინას იარაღების დასამზადებლად ადნობდნენ.

ეს ადგილი რამდენიმე მილიონი წლის წინ დანალექი ქანების საფუძველზე წარმოიშვა.

დაცული ტერიტორია 1935 წელს შეიქმნა. მას შემდეგ, რეინჯერები ტერიტორიის განვითარებაზე, იშვიათი სახეობების გადარჩენასა და მოვლა-პატრონობაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

 

დღის ამბები