
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ინდოეთის მთავრობასა და ხალხს, ასევე ყველა მსხვერპლის ოჯახებს, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ინდოეთის მთავრობასა და ხალხს, ასევე ყველა დაღუპულის - როგორც ინდოეთის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების - ოჯახებს, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ ავიაკატასტროფაში. ამ რთულ დროს თქვენ გვერდით ვართ“, - აღნიშნეს საქართველოს საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, ინდოეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 244 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი.
გუჯარათის შტატში, Air India-ს თვითმფრინავი რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა საცხოვრებელ რაიონში მოხდა. თვითმფრინავი ინდოეთიდან ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა.