08 ივლისი 2025,   06:32
ვრცლად
მასშტაბურ ავიაკატასტროფას გადარჩენილი ერთადერთი მგზავრი - ბოინგი, ინდოეთიდან ბრიტანეთში მიფრინავდა

40 წლის ბრიტანეთის მოქალაქე კუმარ რამეში ერთადერთია, ვინც "ბოინგ დრიმლაინერის" ავიაკატასტროფას გადაურჩა. ის თვითმფრინავის წინა ნაწილში საავარიო გასასვლელთან იჯდა. მედია წერს, რომ ცეცხლმოკიდებული ბორტიდან A11 სავარძელზე მჯდომი მგზავრი, შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე გადმოხტა.

კადრები, რომელც ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადის ნაგარის რაიონშია გადაღებული ჩანს, რომ ექიმების საერთო საცხოვრებლის ცეცხლმოკიდებული შენობიდან, მედიკოსებს და მეხანძრე მაშველებს, დანახშირებული ცხედრები გამოაქვთ.

ბოინგი, რომელიც ინდოეთიდან ბრიტანეთში მიფრინავდა, ზუსტად იქ ჩამოვარდა და ნაწილებად დაიშალა. დაიღუპა 242 ადამიანი. მათგან 230 მგზავრი, 12 კი ეკიპაჟის წევრია.

ავიანავიგაციის ოპერატორთან Air India-ს რეისმა კავშირი ადგილობრივი დროით 8:25 წუთზე დაკარგა. აფრენიდან 1 წუთზე ნაკლებ დროში. 190 მეტრის სიმაღლეზე თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო.

თვითმფრინავის მგზავრებს შორის 217 ზრდასრული და 13 ბავშვი იყო, მათ შორის ორი ჩვილი. კატასტროფის შემდეგ ავიაკომპანიამ განცხადება გაავრცელა, გაირკვა, რომ ბორტზე რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდა. Air India აცხადებს, რომ ინციდენტის გამოსაძიებლად ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.

ბრიტანეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ინდოეთის მხარესთან ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული ფაქტების დასადგენად და დაზარალებულთა დასახმარებლად თანამშრომლობენ, პრემიერ-მინისტრმა კი სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

ავიაკატასტროფის გამო, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ""ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ ინდოეთის მთავრობასა და ხალხს, ასევე ყველა მსხვერპლის ოჯახს - როგორც ინდოეთის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს"" - წერია X-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები