08 ივლისი 2025,   06:51
ვრცლად
ევროპულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ახალი ფანჯარა იხსნება - შესაძლებლობების ქარდი, რომლითაც ევროპის მასშტაბით 9 მილიონამდე ადამიანი სარგებლობს, მალე ქართველი ახალგაზრდებიც შეუერთდებიან

ევროპულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ახალი ფანჯარა იხსნება. შესაძლებლობების ქარდი, რომლითაც ევროპის მასშტაბით 9 მილიონამდე ადამიანი სარგებლობს, მალე ქართველი ახალგაზრდებიც შეუერთდებიან.

ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელები 25 000-ზე მეტ სერვისზე ფასდაკლებით ისარგებლებენ. მასშტაბები საკმაოდ დიდია. შესაძლებლობების ქარდი საქართველოს და ევროპის 40 ქვეყანას ფარავს. მფლობელებს კი საშუალებას აძლევს შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ გასართობ კულტურულ თუ შემეცნებითი ღონისძიებებზე

ახალი ბარათით სტუდენტების გარდა, 30 წლამდე დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი ისარგებლებს. ფასდაკლება ვრცელდება ტრანსპორტზე, მოგზაურობაზე, ასევე მუზეუმების და გამოფენების დამთვალიერებლებზე. პროექტის მიზნებზე ისაუბრა დღეს დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე.

პროექტს დედაქალაქის მერია ახორციელებს. ბარათების გაცემა შემოდგომიდან დაიწყება.

დღის ამბები