18 ივლისი 2025,   19:59
ვრცლად
"გრანტის გაცემა არ არის რთული, თუკი გრანტის მიმცემი ამ ნაბიჯს იმისთვის დგამს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას მიეხმაროს" - გიორგი ვოლსკი

უკვე მესამე დღეა, პოლიტიკური განხილვის საგანია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება საგრანტო წინადადების გაუქმების შესახებ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გრანტის მიზანი რევოლუციური პროცესების წახალისება და, კონკრეტული ორგანიზაციების გავლით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება იყო, რაც კონსტიტუციით აკრძალულია.

"კურიერმა" წერილობითი შეკითხვა გაუგზავნა ბრიტანეთის საელჩოს მმართველი გუნდის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უკვე მეორე დღეა, ლონდონი დუმს.

"გრანტის გაცემა არ არის რთული, იმ შემთხვევაში, თუკი გრანტის მიმცემი ამ ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ საქართველოში მიეხმაროს დემოკრატიული პროცესების განვითარებას. უამრავი კარგი პროექტიც განხორციელებულა, მაგრამ როდესაც პრინციპულად აცხადებ, რომ შენ არ ხარ იმის მომხრე, რომ დაასახელო თანხა, რა შემოდის, სად შემოდის, რა პროექტი კეთდება... პოლიტიკაშია ეს თანხები მობილიზებული, განვლილი ისტორიები გვიჩვენებს, რომ ამ თანხებით ფინანსდება სწორედ რადიკალიზაცია," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

დღის ამბები