
"საქსტატმა" საგარეო ვაჭრობის მიმართულებით 5 თვის მონაცემები დათვალა - ირკვევა, რომ სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-მაისში 9 მილიარდ 790 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მონაცემები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.3%-ით მეტია.
დათვლილ რიცხვებს ისტორიულ შედეგად აფასებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ამბობენ, რომ მონაცემები ეკონომიკური ზრდის პარამეტრებთან თანხვედრაშია.
ეკონომიკური მონაცემების ზრდის პარალელურად, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე აკეთებენ აქცენტს ანალიტიკოსები - ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებზე საუბრობენ სააგენტო "აწარმოე საქართველოშიც".
საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით განახლებულ მონაცემებსა და კონკრეტულ მიმართულებებზე დეტალურ ინფორმაციას "საქსტატი" ერთ კვირაში გამოაქვეყნებს.