08 ივლისი 2025,   05:17
ვრცლად
ფეხბურთელი, რომელიც მეოთხე სტადიის კიბოს მიუხედავად თამაშს მაინც აგრძელებდა, 20 წლის ასაკში გარდაიცვალა

შოტლანდიელი ფეხბურთელი, რომელიც მეოთხე სტადიის კიბოს მიუხედავად თამაშს მაინც აგრძელებდა, 20 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჩარლი უოტსონი, Castle Douglas-ის გუნდ Threave Rovers-ში თამაშს მაინც აგრძელებდა, მიუხედავად იმისა, რომ მას კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

მის პატივსაცემად ჩატარებულმა კამპანიამ, კვლევისთვის ათიათასობით ფუნტი შეაგროვა.

ფონდის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, ფეხბურთელის დედამ ამანდამ თქვა: ”ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რაც ჩვენმა ბიჭმა ჩარლიმ შეძლო”.

დღის ამბები