
ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი განცხადებას ავრცელებს. ელჩი აცხადებს, რომ ირანის იერიში განზრახ იყო მიმართული ისრაელის სამოქალაქო მოსახლეობაზე.
"თეირანის რეჟიმი არც სიტყვებით და არც მოქმედებით არ მალავს თავის მიზანს – ზიანი მიაყენოს ისრაელის სახელმწიფოსა და თავისუფალი სამყაროს სხვა ქვეყნებს.
სამყარო, რომელშიც მსოფლიო ტერორიზმის მთავარ ექსპორტიორს არ აქვს სამხედრო ბირთვული შესაძლებლობები, უფრო უსაფრთხოა ყველასთვის.
ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დაცვას," - წერს საქართველოში ისრაელის ელჩი.