
"ჯორჯიან ეარვეისის" განცხადებით, ავიაკომპანია განრიგის მიხედვით ასრულებს ყველა რეისს, თბილისი- თელ-ავივი - თბილისის მიმართულების გარდა. მათივე ცნობით, თელ-ავივის მიმართულებით დაგეგმილი რეისები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გაუქმებულია 16 ივნისის საღამომდე.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სხვა მიმართულებებით დაგეგმილი ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება.