
შტატებში ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა. "არა მეფეებს" - ამ სახელწოდებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2000 დემონსტრაცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დონალდ ტრამპის პოლიტიკის დასაგმობად გამოვიდნენ.
ჯორჯიის შტატში გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა, სულ მცირე, რვა ადამიანი დააკავეს.