17 ივლისი 2025,   18:51
ვრცლად
"თუ ისრაელი შეწყვეტს ირანის დაბომბვას, ჩვენი საპასუხო ღონისძიებებიც დასრულდება" - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანი მზად არის, ცეცხლი შეწყვიტოს, თუ ისრაელიც იმავეს გააკეთებს.

მისივე თქმით, ირანს აქვს მტკიცებულებები, რომ ამერიკის სამხედრო ბაზები და თავდაცვის ძალები ისრაელს ეხმარება.

"ჩვენ არ გვინდა კონფლიქტის გაღრმავება, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იძულებულები გავხდებით. არ გვსურს ამ კონფლიქტის გავრცელება სხვა ქვეყნებსა და რეგიონზე. არასდროს გვინდოდა ეს ომი. ორიენტირებული ვიყავით ბირთვული პროგრამის ირგვლივ, დიპლომატიურ განხილვებზე. თუმცა იძულებულები გავხდით, გაგვეკეთებინა ის, რაც გავაკეთეთ. დავიცავთ თავს, მითუმეტეს რომ ეს თავდაცვა სრულად ლეგიტიმურია.

თავდაცვა მხოლოდ პასუხია იმაზე, რასაც მეორე სახელმწიფო ჩადის. ამიტომაც, თუ ისრაელი შეწყვეტს ირანის დაბომბვას, ჩვენი საპასუხო ღონისძიებებიც დასრულდება. როდესაც საპასუხო დარტყმებზე მსჯელობა დავიწყეთ, სამიზნედ მხოლოდ ისრაელის სამხედრო ბაზებს განვიხილავდით, თუმცა სიონისტურმა რეჟიმმა გუშინ ჩვენს ტერიტორიაზე ეკონომიკური მნიშვნელობის ობიექტებს დაარტყა. რასაც პასუხი მოჰყვა.

ჩვენს ინფორმაციებზე დაყრდნობით, ისრაელი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიული ნაბიჯების გადადგმას. გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ ამერიკის სამხედრო ბაზები და თავდაცვის ძალები სიონისტურ რეჟიმს ეხმარება. ფაქტია, რომ ისრაელის მთავრობა დიპლომატიური გზით შეთანხმებას არ ცდილობს", - განაცხადა აბას არაღჩმა.

დღის ამბები