
ძალიან მეეჭვება, რომ [ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე] ხელისუფლებამ ის დაიწეროს, რაც უნდა, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას.
მისივე თქმით, არჩევნების იმ წესით, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, "ეს ფიზიკურად შეუძლებელია".
"ძალიან მეეჭვება, რომ ხელისუფლებამ დაიწეროს, რაც უნდა. ამას არ ვიზიარებ... ის, რომ ის [ხელისუფლება] მოიმატებს 20%-ს, ეს წარმოუდგენელია. მაშინ, უბრალოდ, არ უნდა ჩაატაროს არჩევნები და დაწეროს ციფრი ქაღალდზე. იმ არჩევნების წესით, რომელიც გვაქვს, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ეს კარგად მინდა გავიაზროთ. ფიზიკურად შეუძლებელია, დაიწერო, რაც გინდა", - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.