
უნგრეთი და საქართველო - ორი ქვეყნის კავშირი კიდევ უფრო მტკიცე ხდება. თანამშრომლობა ყველა მიმართულებით - კულტურა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ვაჭრობა.
"მოდით, შევუდგეთ მუშაობას" - ამ სიტყვებით გამოაცილა უნგრეთის პრემიერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტიდან თბილისში. ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ უნგრეთი ყველგან დაიცავს საქართველოს ინტერესს.
უპირობო მხარდაჭერას ადასტურებს ქართული მხარეც. რომელიც აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი უსამართლო მიდგომების პირობებში, უნგრეთის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
"ორი სუვერენული ქვეყანა უარს ამბობს, იყოს პაიკი ვინმეს ომში. ჩვენ უარვყოფთ შანტაჟს, ვეწინააღმდეგებით ზეწოლას და ვირჩევთ ზრდას" - ასეთია ვიქტორ ორბანის საბოლოო სიტყვა.