
სიყვარულის ტურში სიყვარული მელოდიად იქცა. 8 შემსრულებლის გამოსვლა ჯერ ჟიურიმ შეაფასა. მთავარი მაყურებლის აზრია.
საეთეროში ყველა დეტალს ზედმიწევნით აკვირდებიან. და თუ აქ კარგია განწყობა, ეს ნიშნავს, რომ კონცერტი შედგა.
ლიზი ოქროს ბილეთის მფლობელია. დღეს მამასთან ერთად სცენაზე პირველად დგას.
სიმღერის გარდა, თავად სიმღერასაც წერს. მისი მუსიკისთვის ტექსტს არანაკლები დატვირთვა აქვს, ვიდრე მოტივებს.
რომ არ ემღერა, ზუსტად იცის, სად იქნებოდა. პროექტის გამო, ფეხბურთზე დროებით უარი თქვა. ოცნებებს ჯერ სცენაზე, შემდეგ მოედანზე აისრულებს. ჟიური, მაყურებელი... ლიზის მთავარი კრიტიკოსი მაინც დედაა.
მართალია, ფეხბურთზე ბავშვობაში არ შეიყვანეს, მაგრამ გასულ წელს ეს თავად მოახერხა. ინდივიდუალურობას ხელი არ შეუშლია არც თამაშში, არც მუსიკაში.
ლაივ კონცერტამდე ორი დღე აქვს. რას იმღერებს, უკვე იცის. რეპეტიცია დამღლელი, რთული და თან სასიამოვნოა. მაყურებლის რჩეული - ეს მისთვის პატივია, მაგრამ მთავარია ახლა კიდევ უფრო კარგად იმღეროს და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საქართველოს ხმის ტიტულს.