
მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები კანადაში, ალბერტის პროვინციის ქალაქ კანანასკისში იკრიბებიან, სადაც "დიდი შვიდეულის" სამიტი იწყება.
განხილვის სამი ძირითადი საკითხია: ისრაელ-ირანის კონფლიქტი, ომი უკრაინაში და აშშ-ის მიერ ფოლადზე, ალუმინსა და ავტომობილებზე დაწესებული ტარიფები.
მედია წერს, რომ სამიტის შემდეგ არ გამოიცემა ერთობლივი კომუნიკე. სამიტზე მიწვეული არიან უკრაინის, ინდოეთის, მექსიკის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, სამხრეთ კორეისა და ბრაზილიის ლიდერები. დაგეგმილია ტრამპი ზელენსკის შეხვედრაც.