
ბრიტანეთის დაზვერვას ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს და ის ქართული წარმომავლობის, 47 წლის ბლეიზ მეტრეველია. ინფორმაციას ""გარდიანი"" ავრცელებს.
გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
"მეტრეველის ისტორიული დანიშვნა იმ დროს ხდება, როდესაც ჩვენი სადაზვერვო სამსახურების მუშაობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. გაერთიანებული სამეფო უპრეცედენტო მასშტაბის საფრთხეების წინაშე დგას", - აცხადებს კირ სტარმერი.
ბლეიზ მეტრეველი ოფიციალურად თანამდებობას ოქტომბრიდან დაიკავებს. MI6-ში ის 26-ი წელია მუშაობს.