17 ივლისი 2025,   19:53
ვრცლად
ჰონგ-კონგი ნიუ-დელის რეისი Air India-ს ბოინგის გაუმართაობის გამო რამდენიმე წუთში შეწყდა - ამ ავიაკომპანიის თვითმფრინავის ავიაკატასტროფას გასულ კვირას 300-მდე ადამიანი შეეწირა

ტექნიკური გაუმართაობის გამო, Air India-ს Boeing 787-8 Dreamliner-ი, აფრენიდან მალევე აეროპორტში დაბრუნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით გადაწყდა. ბოინგი რეისს ჰონგ-კონგიდან ნიუ-დელის მიმართულებით ასრულებდა.

გასულ კვირას, Air India-ს იმავე ტიპის Boeing-ის თვითმფრინავი, რომელიც ლონდონში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 242 ადამიანიდან 241 დაიღუპა.

დღის ამბები