18 ივლისი 2025,   17:09
ვრცლად
"მთავარ ამოცანად მიგვაჩნია პარტიულად ნეიტრალური კანდიდატების საკითხზე მკაფიო პოზიციის შეჯერება" - ბექა ლილუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ისევ დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციურ სპექტრში - არსებობდა თუ არა შეთანხმება ოპოზიციაში ბოიკოტთან დაკავშირებით.

"ძლიერი საქართველო", რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადება, აცხადებს, რომ ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება მათთან შეუთანხმებლად გამოაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობა" "ლელოს" ტყუილში ადანაშაულებს, "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები კი, მათ საჯარო დებატებში იწვევენ. არჩევნებისთვის დამოუკიდებლად ემზადება გახარიას გუნდი, რომელიც ამბობს, რომ კოლეგების ბრალდებები მათ სამოქმედო გეგმაზე გავლენას ვერ მოახდენს.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მათთვის მთავარი ამოცანად პოლიტიკურად ნეიტრალურ კანდიდატებზე შეჯერება რჩება.

"თვითმმართველობის საკითხის კონტექსტში, მთავარ ამოცანად მიგვაჩნია პარტიულად ნეიტრალური კანდიდატების საკითხზე მკაფიო პოზიციის შეჯერება, რათა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ისევ პარტიული დღის წესრიგისა და მიკერძოებული ინტერესების შესაბამისად არ იმოქმედონ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები