
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ისევ დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციურ სპექტრში - არსებობდა თუ არა შეთანხმება ოპოზიციაში ბოიკოტთან დაკავშირებით.
"ძლიერი საქართველო", რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადება, აცხადებს, რომ ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება მათთან შეუთანხმებლად გამოაცხადა.
"ნაციონალური მოძრაობა" "ლელოს" ტყუილში ადანაშაულებს, "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები კი, მათ საჯარო დებატებში იწვევენ.
არჩევნებისთვის დამოუკიდებლად ემზადება გახარიას გუნდი, რომელიც ამბობს, რომ კოლეგების ბრალდებები მათ სამოქმედო გეგმაზე გავლენას ვერ მოახდენს.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, დედაქალაქში მცხოვრები ადამიანების 70%-ს თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა არ სურს.
"არ ვაპირებ "ლელოსთან" საჯარო პოლემიკაში, მით უმეტეს, გარჩევებში შესვლას. ბატონ მამუკას შევთავაზე საჯარო დებატები და ეს შემოთავაზება ძალაშია. ერთადერთი შეთანხმება, რომელიც ამ საკითხზე იყო, იყო პლატფორმის ფარგლებში. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ "ლელომ" ეს გადათქვა. თბილისში არანაირი არჩევნები არავის არ უნდა, 70% არის წინააღმდეგი", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.