08 ივლისი 2025,   06:39
ვრცლად
ლევან სანიკიძე კითხვაზე, გეგმავს თუ არა "ნაცმოძრაობა", არჩევნების საწინააღმდეგო კამპანია აწარმოოს: ამისთვის ჩვენ ვემზადებით... ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი ოპოზიციური ძალებიდან 4 აგვისტოს ცესკო-ში ნაკლები იყოს რეგისტრირებული

"ჩვენც გვექნება ძალიან აქტიური კამპანია ე.წ. არჩევნების და რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ. ამას დრო გვიჩვენებს და ამისთვის ჩვენ ვემზადებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მსხვილი ოპოზიციური კოალიციებიდან და ძალებიდან 4 აგვისტოს ნაკლები იყოს რეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში", - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა,  ლევან სანიკიძემ გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, თუკი "ლელო" არ იქნება ის ძალა, რომელიც მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ამ არჩევნებს ლეგიტიმაციის განუზომელი პრობლემა ექნება.

"მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის პოლიტიკური პარტიები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ შორის "ლელოს" დასარწმუნებლად და მგონია, რომ საზოგადოებრივი აზრი მათ ძალიან კარგად ესმით, რა წნეხში მოუწევთ გავლა, იმიტომ რომ აქ ვერავინ ვერ ჩაატარებს ისეთ კამპანიას, სადაც იტყვის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" მონაწილეობის გარეშე რაიმე მოგების შანსი აქ, ვერ ჩაატარებს ასეთ კამპანიას, ამ დაპირებას ვერ გასცემს ჩვენს გარეშე. ამ ვითარებაში ხელებშეკრული არ ვიქნებით, პირიქით, ჩვენც გვექნება ძალიან აქტიური კამპანია ე.წ. არჩევნების და რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ. ამას დრო გვიჩვენებს და ამისთვის ჩვენ ვემზადებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მსხვილი ოპოზიციური კოალიციებიდან და ძალებიდან 4 აგვისტოს ნაკლები იყოს რეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. თუკი "ლელო" არ იქნება ის ძალა, რომელიც მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ამ არჩევნებს ლეგიტიმაციის განუზომელი პრობლემა ექნება. მე ასე მგონია, რომ აქ გადამწყვეტი როლი ამ პროცესში, რომ ჩვენმა იდეამ თამამად და ცალსახად მოიპოვოს გამარჯვება, არის "ლელოს" როგორი პოზიცია ექნება. ოღონდ, ეს "ლელოს" გუნდისთვისაც მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იქნება. ახლა ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ ამ ქვეყანაში ამის შემდეგ ქუჩის პროტესტი არ იქნება, ივანიშვილს კრიზისი არ ექნება და ა.შ. და შემდეგ ის ძალები, რომლებმაც ბოიკოტი გამოაცხადეს და ის ძალები, რომლებიც შეყვნენ ივანიშვილს სპეცოპერაციაში, ერთ დონეზე დაჯდება საპროტესტო ელექტორატში, ძალიან შემცდარა. მათ შემდგომ, უნდა გააგრძელონ ბრძოლა 2-3 კაცით საკრებულოში, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის და ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს გზები გაყოფა,“ - აცხადებს ლევან სანიკიძე. 

 

 

 

დღის ამბები