17 ივლისი 2025,   10:57
ვრცლად
"ოპოზიციის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ამბობენ, რომ არცერთ სახელმწიფო ინსტიტუციას და ქვეყნის კანონებს არ დაემორჩილებიან, რადგან ეს არის სახელმწიფოს გაკოტრების გზა" - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ამბობენ, რომ არცერთ სახელმწიფო ინსტიტუციას და ქვეყნის კანონებს არ დაემორჩილებიან, რადგან ეს არის სახელმწიფოს გაკოტრების გზა.

როგორც ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის ეთერში" განმარტა, ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ მათი მიზანი ნებისმიერი ფორმით სახელმწიფოს დისკრედიტაცია და ინსტიტუციების ჩამოშლაა.

"ეს ადამიანები მიზანმიმართულად ამბობენ, რომ არცერთ სახელმწიფო ინსტიტუციას და ქვეყნის კანონებს ჩვენ არ დავემორჩილებით და ეს არის გზა სახელმწიფოს გაკოტრებისაკენ. გაკოტრებული სახელმწიფოს შემთხვევაში გვექნება ჩვენ ძალაუფლების ხელში აღებისო. ამას აკეთებენ გარე აქტორების იმედად. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვეუბნებით, რომ კომპრომისზე წავიდეთ? რასთან წავიდეთ კომპრომისზე, რომ სახელმწიფო დავთმოთ? ეს არის აქ მთავარი ამოსავალი წერტილი. კომპრომისი არის გონიერი ადამიანების შეთანხმება და აქ პირდაპირ გეუბნებიან, რომ მიზანი არის ნებისმიერი ფორმით სახელმწიფოს დისკრედიტაცია ინსტიტუციების ჩამოშლა. რესურსი მათ მხარეს არ არის, მათ რესურსი არ გააჩნიათ. თუ მისი პოზიცია მართალია, ჯანსაღია და მას აქეთ აქვს სათქმელი, საგამოძიებო კომისიაზე კარგი პლატფორმა და ტრიბუნა რა გინდათ? ხელისუფლება კი არა , არ არსებობს არცერთი ინსტიტუცია, რომელიც მათთვის ლეგიტიმურია, რადგან ისინი ტოტალური რევოლუციის რეჟიმში ჰყავთ გადაყვანილი. ამიტომ არის, რომ აქეთ შემოტრიალება უჭირთ და ვინც ტრიალდება თვითონ რა დღეში აგდებენ ჩვენ ვხედავთ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დღის ამბები