
კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, თუ რა ზეწოლა ხორციელდება საქართველოზე და ქართველ ხალხზე - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ჯინ შაჰინის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, შაჰინის განცხადება მიუთითებს თუ როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში.
"კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმის, თუ როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში და როგორ ცდილობენ მრავალმილიონიან ქურდობაში, მიტაცებაში ბრალდებული პირის დაკავება, ბაჩიაშვილის დაპატიმრება, წარმოაჩინონ დემოკრატიაზე თავდასხმად და დემოკრატიის უკუსვლად. იმდენად აბსურდულია განცხადების შინაარსი და იმდენად რეაქციულია, რომ ამით კიდევ ერთი ხაზგასმა ხდება იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ, სამწუხაროდ, ეს არაჯანსაღი ინტერესი კვლავ ძალაშია", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
"გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს" - დაწერა სენატორმა ჯინ შაჰინმა და განაცხადა, რომ განაგრძობს ძალისხმევას, მათ შორის "მეგობარი აქტის" მიღებით.