19 ივლისი 2025,   12:13
ვრცლად
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი არის ბავშვთა უფლებების დაცვა" - ქალთა და ბავშვთა საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის ფარგლებში მარიამ ლაშხი მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტში, ქალთა და ბავშვთა საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის ფარგლებში, დეპუტატი მარიამ ლაშხი მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავარი თემა იყო ბულინგისა და კიბერბულინგის პრევენცია სკოლებში. მხარეებმა განიხილეს გამოწვევები და პრევენციული მექანიზმები.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი არის ბავშვთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით სასკოლო განათლების პროცესში ძალიან აქტუალური და აქტიური საკითხი არის ზოგადად კიბერბულინგი და ასევე ფიზიკური ბულინგიც. ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის არის ერთ-ერთი სასკოლო მედიაცია, რომელიც UNICEF-ის ანგარიშით ერთ-ერთ პოზიტიურ და მნიშვნელოვან ნაბიჯად იქნა შეფასებული, თუმცა კომისიის ფარგლებში შევხვდით მანდატურის სამსახურს, სადაც ვიმსჯელეთ როგორც საკანონმდებლო კუთხით გამოწვევებზე, ასევე აღსრულების ნაწილზე", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები