
"როგორც ჩანს, ბაჩიაშვილის დაფინანსებამ ამერიკაშიც ჩააღწია", - ასე შეაფასა ჯინ შაჰინის განცხადება ლადო ბოჟაძემ.
ბოჟაძე იმედს გამოთქვამს, რომ "ფარას" საშუალებით ცნობილი გახდება რამდენი გადაიხადა ბაჩიაშვილმა და მისმა ლობისტებმა იმისათვის, რომ ის ამერიკის დღის წესრიგში დამდგარიყო.
"როგორც ჩანს, ბაჩიაშვილის დაფინანსებამ ამერიკაშიც ჩააღწია. იმედი მაქვს, რომ "ფარას" საშუალებით ჩვენ გავიგებთ რამდენი გადაიხადეს ბაჩიაშვილმა და მისმა ლობისტებმა იმისათვის, რომ ის ახლა უკვე ამერიკის დღის წესრიგში დამდგარიყო. თუმცა, ის ადამიანები, ვინც მას ლობირებენ, ჰელსინკის კომისია და ის კონგრესმენები, რომლებიც დიდი ხანია ცნობილები არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის დამოკიდებულება რომელიც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში არის და ბრძოლა "დიფ სთეითთან" ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გამო სამწუხაროდ კიდევ გრძელდება", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
"გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს". დაწერა სენატორმა ჯინ შაჰინმა იქსზე და განაცხადა, რომ განაგრძობს ძალისხმევას, მათ შორის "მეგობარი აქტის“ მიღებით.