17 ივლისი 2025,   10:03
ვრცლად
"ძალიან მძიმე მარცხი ელოდება ხაზარაძეს და ყველა რადიკალს, ვინც გადაწყვეტს და თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას" - დავით მათიკაშვილი

ვინ დათანხმდება "ლელოს" შეთავაზებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო სიის და ერთიანი კანდიდატის წარდგენაზე - ოპოზიციაში ხაზარაძის ახალი ინიციატივა მორიგი დაპირისპირების მიზეზია.

"ნაციონალური მოძრაობა" "ძლიერ საქართველოს" საერთო ოპოზიციური მიზნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში ადანაშაულებს. მოცემულ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავენ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრებიც. ერთადერთი, ვისთვისაც, ხაზარაძის შეთავაზება მისაღებია, გიორგი გახარიას გუნდია.

პროცესებს ეხმაურებიან "ქართულ ოცნებაში". პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საზოგადოებას ოპოზიციის მიმართ ნდობა არ აქვს და ეს თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდება.

"ეს არის ჰაერში მუშტების ქნევა. რეალურად, რადიკალურ ოპოზიციას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია არც თბილისში და არც მთლიანად საქართველოში. ძალიან მძიმე მარცხი ელოდება ხაზარაძეს და ყველა რადიკალს, ვინც გადაწყვეტს და თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას 64-ვე მუნიციპალიტეტში. თბილისშიც გამორჩეულად ექნებათ ძალიან მძიმე შედეგი. საზოგადოების ნდომა რადიკალებისა და რადიკალიზმის მიმართ პრაქტიკულად განულებულია და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება თვითმმართველობის არჩევნებზე", - დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები