17 ივლისი 2025,   10:36
ვრცლად
ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენი ურთიერთობები გრძელდება, ვითარდება ყველა სფეროში. იმედია, მომავალ თვეში საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა ვიზიტით თურქეთს, ამგვარად კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთობები ქვეყნებს შორის - რუმან ქურთულმუში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თურქეთში ვიზიტი კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მიმართულებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპიკერებმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი განახლდეს სამმხრივი მექანიზმი საქართველოს, თურქეთს და აზერბაიჯანს შორის. ამ იდეას მიესალმა შალვა პაპუაშვილი.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ თურქეთის დიდ ეროვნულ კრებაში. ჩვენს ორ ქვეყანას აქვს დიდი ისტორია მეგობრობის, თანამშრომლობის და დღეს ჩვენი შეხვედრით ორმხრივი ურთიერთობები კიდევ ღრმავდება. რაც შეეხება საპარლამენტო დემოკრატიას, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. გვქონდა შანსი, შესაძლებლობა, რომ ამაზე გვესაუბრა დღეს, რათა შემდგომში განვავითაროთ, გავაღრმაოთ უკვე არსებული ორმხრივი ურთიერთობები. ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენი ურთიერთობები გრძელდება, ვითარდება ყველა სფეროში. იმედია, მომავალ თვეში საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა ვიზიტით თურქეთს. ამგვარად, კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთობები ქვეყნებს შორის. იმედი მაქვს და სურვილს გამოვთქვამ, რომ ეს შეხვედრები უფრო დააჩქარებს და ინტენსიურს გახდის ჩვენს ურთიერთობებს. ვსარგებლობ ამ საშუალებით და ხაზს ვუსვამ, რომ მზად ვართ ნებისმიერი თანამშრომლობისთვის საქართველოსთან", - განაცხადა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, რუმან ქურთულმუშმა.

დღის ამბები