
ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმზე შეთანხმებას მიაღწიეს.
თემასთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ. ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად, საქართველოს ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ შეუქმნია და ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილები.
"რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ეს ნამდვილად "ქართული ოცნების" მონაპოვარია. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ რიგი აქტორები გარედან, რომლებიც მფარველობენ "ნაციონალურ მოძრაობას", ამას იყენებენ შანტაჟის მექანიზმად. ჩვენ ამისთვის არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ შეგვიქმნია, შესაბამისად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. რაც შეეხება იმაზე საუბარს, რომ დემოკრატიის უკუსვლას ეხება, ეს ყველაფერი სამწუხაროდ ჩვენ გვესმის ზუსტად იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ის ტრაგედია, რა ტრაგედიაც ტრიალებს. აქ ახალი არაფერი არ არის. ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ და შანტაჟის არ გვეშინია. ჩვენ მივუყვებით ჩვენს კურსს და რა თქმა უნდა, ჩვენი კურსი არის ის, რომ გავატაროთ ჩვენი ეროვნული ინტერესები", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.